შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ახალციხელი ჯარისკაცი გორში ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

ახალციხელი  ჯარისკაცი დღეს, 12 იანვარს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენთან მდებარე ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. 

40 წლამდე კაცი გორის პირველ ქვეით ბრიგადაში მსახურობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.