შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას  4 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა – ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, რა დროსაც ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, დედა-შვილი ტაქსით გადაადგილდებოდნენ.

სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ცნობით, დაშავდა ოთხი ადამიანი, ისინი საავადმყოფოში გადაჰყავთ.