შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში ადასტურებენ.

მათივე ცნობით, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების” ყრილობაზე საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.

ყრილობას 350-ამდე დელეგატი ესწრება.