შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ბოლო ერთ კვირაში, შიდა ქართლში COVID-19 -ით 271 პირი დაინფიცირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კოვიდინფიცირების 10 253 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 7 508 ადამიანი, გარდაიცვალა 5 ინფიცირებული. ინფიცირების 5 904 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. ხოლო 271 კი შიდა ქართლში დაფიქსირდა.

სულ 9 793 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი 13,81%-ია.