შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გორის ერთ-ერთ სკოლაში, მეხუთეკლასელ ბავშვს წერილი დაუტოვეს, რომელშიც დის მოკვლით დაემუქრნენ – შსს-მ გამოძიება დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში, მეხუთე კლასის მოსწავლეს, სკოლის ტერიტორიაზე, წერილი დაუტოვეს. „კურიერის“ ინფორმაციით, ტექსტში დასახელებული იყო თანხა, რომელსაც, თუ წერილის ადგილას არ დატოვებდა, მის დას მოკლავდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიყო, რაც მუქარას გულისხმობს.