შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გორში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

გორში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მანქანა შუა ხნის ქალს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 19 იანვარს, მოხდა.

როგორც ,,თრიალეთს,, შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარაზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ ითვალისწინებს  თავისუფლების აღკვეთას  ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით.