შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

დაჭრილი ძაღლის მდგომარეობა სტაბილურია – მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

დაჭრილი ძაღლის მდგომარეობა სტაბილურია- მას მკურნალობა კლინიკა ვიპ-ვეტ-ში ჩაუტარდა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

შემთხვევა გუშინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში მოხდა, არსებული ინფორმაციით ცხოველს ჭრილობები სანადირო თოფიდან გასროლით მიაყენეს.