შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

დღეს საქართველოს NATO-ს გენერალური მდივანი ეწვევა

საქართველოს დღეს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 14 საათისთვის დაეშვება.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 14:45 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

საქართველოში ვიზიტისას იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდება.

იენს სტოლტენბერგი საქართველოს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში სტუმრობს. ის უკვე იმყოფებოდა აზერბაიჯანში, საქართველოდან კი სომხეთში გაემგზავრება.