შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 116-ე შეხვედრა მიმდინარეობს

ამ წუთებში ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 116-ე შეხვედრა მიმდინარეობს. მხარეები, საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული გინტურის საკითხს, უკანონო სასაზღვრო ხაზის გავლებისა და დაკავების ფაქტებს განიხილავენ.

ქართული მხარე დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას. მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელებენ.