შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

გორის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა/რეაბილიტაცია ხორციელდება როგორც ქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში.

„1 500 მეტრ გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება უკვე დაიწყო ქიწნისის მეურნეობის დასახლებაში. 2 300 მეტრი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ტყვიავი – მარანას მონაკვეთზე. სამუშაოები დაწყებულია არაშენდის გზაზე და საქაშეთის დევნილთა დასახლებაში. 2 ახალი ქუჩის მოწყობა მიმდინარეობს გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, გვერდწითელის ქუჩის გაგრძელებაზე და მდინარე მეჯუდის მარჯვენა სანაპიროზე. ახალი გზების მშენებლობა მნიშვნელოვნად განტვირთავს ტრანსპორტის მოძრაობას.

ასფალტის საფარის დაგება მალე დაიწყება ბაქოს ქუჩაზეც, სადაც ამ ეტაპზე ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა, საქაშეთში სპორტული მოედნის მოწყობაც მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტები ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით ხორციელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.