შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან, რამდენიმე წუთის წინ,  სპეციალურად ჩანიშნულ ბრიფინგზე გააკეთა. 

“მსურს საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრი თანამდებობას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.