შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

თბილისში ბიძაშვილმა არასრულწლოვანი ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა – დაკავებულია ოთხი პირი

ფონიჭალაში ბიძაშვილმა არასრულწლოვანი მოიტაცა – დაკავებულია ოთხი პირი

“რუსთავი2-ის” ინფორმაციით, ფონიჭალაში 22 წლის მამაკაცმა ცოლად მოყვანის მიზნით, არასრულწლოვანი ბიძაშვილი მოიტაცა. მოზარდი ახლობლის ქორწილიდან მანქანით გაიტაცეს.

საქმეში სულ ოთხი პირი ფიგურირებს. ოთხივე მათგანი დაკავებულია.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.