შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

თვალყურს ვადევნებთ სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობას და ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულების მოძებნა უახლოეს ხანში მოხდება – ნიდერლანდების საელჩო

ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში გამოხატავს ღრმა მწუხარებას შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.

„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობას და ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულების მოძებნა უახლოეს ხანში მოხდება“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.