შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

თუ თქვენი ოჯახი ფულად დახმარებას საჭიროებს, ნახეთ როგორ უნდა მიიღოთ თითოეულ წევრზე 30 ლარიდან 100 ლარამდე შემოსავალი

საჭიროებს თქვენი ოჯახი სოციალურ დახმარებას? – ამისთვის სოციალურ სამსახურს უნდა მიმართოთ. რამდენით განსაზღვრავს სახელმწიფო თითოეული ოჯახის ფინანსურ დახმარებას, ამ და სხვა დეტალების შესახებ სტატიას “პრაიმტაიმი” გთავაზობთ:სოციალური დახმარების დასანიშნად უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შეავსეთ დადგენილი ფორმის განაცხადი და დარეგისტრირდით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.რა შემთხვევაში ინიშნება ფულადი სოციალური დახმარება?მოქმედი მეთოდოლოგიით შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე გათვალისწინებულია საარსებო შემწეობის შემდეგი ოდენობები:ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 120 001-ზენაკლებია:120 001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახი, ყოველ 16 წლამდე ასაკის წევრზე მიიღებს 100 ლარის ოდენობის შემწეობას.შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის ყველა წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა, განაცხადის შევსება შესაძლებელია ოჯახის საცხოვრებელ ადგილზე (სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზიტის დროს).განაცხადის შესავსებად დაგჭირდებათ:ოჯახის სრულწლოვანი წევრ(ებ)ის პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო არასრულწლოვანი წევრ(ებ)ის შემთხვევაში, დაბადების მოწმობა სადაც მითითებულია პირადი ნომერი;მეურვეობის ან მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულება, თუ განცხადება შეაქვს პირს, რომელიც ოჯახის წევრი არ არის.განაცხადის ფორმის შევსების შემდეგ ოჯახში სააგენტოს უფლებამოსილი პირის (სოციალური აგენტი) ვიზიტის დროს, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შეივსება „ოჯახის დეკლარაცია”, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.დეკლარირებული ინფორმაცია დასტურდება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით. დეკლარაციაში ასახული ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში განთავსებისა და დადგენილი მეთოდოლოგიით დამუშავების შემდეგ ოჯახს მიენიჭება სარეიტინგო ქულა, რომლის ოდენობაც განსაზღვრავს ოჯახის უფლებას რაიმე სახის ბენეფიტზე (ფულადი სოციალური დახმარება და სხვა).