შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

იანვარ-მარტში ქართველმა ვიზიტორებმა საზღვარგარეთ საყიდლებზე ₾177 მლნ დახარჯეს – საქსტატი

გამყვან ტურიზმზე დანახარჯები მზარდია. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 455.5 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 22.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, 5.1%-ით გაიზარდა ვიზიტზე საშუალო ხარჯი და 873.1 ლარი შეადგინა.

კატეგორიების მიხედვით, დანახარჯების ყველაზე დიდი წილი, 38.8% საყიდლებზე მოდის. შესაბამისად, სამ თვეში საზღვარგარეთ საყიდლებზე 176.9 მილიონი ლარი დაიხარჯა. შემდეგია საკვებისა და სასმლის კატეგორია, 26.6%-იანი წილით. განთავსებაზე კი დანახარჯების 14.6% მოდის.