შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

“იპო­თე­კა­რის და­ყო­ლი­ე­ბა­ში, რაც თით­ქმის არ ხდე­ბა ხოლ­მე, დიდი როლი ითა­მა­შა ახალ­გაზ­რდე­ბის თავ­გან­წი­რულ­მა ბრძო­ლამ” – როგორ გამოისყიდა მარინა ხატიაშვილმა სახლი, საიდანაც ერთი თვის წინ გამოასახლეს

“ამ შე­თან­ხმე­ბას ომი­თა და უბე­დუ­რე­ბით მი­ვაღ­წი­ეთ” – მე­უბ­ნე­ბა არ­ქი­ტექ­ტუ­რის ის­ტო­რი­კო­სი მა­რი­ნა ხა­ტი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 1 თვის წინ სა­კუ­თა­რი ბი­ნი­დან გა­მო­ა­სახ­ლეს. 23 თე­ბერ­ვალს მა­რი­ნა ხა­ტი­აშ­ვილ­მა სახ­ლი გა­მო­ის­ყი­და, კერ­ძო იპო­თე­კარს 90 000 დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და, რა­ზეც გა­მო­სახ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე შე­თან­ხმდნენ.

შე­თან­ხმე­ბა ხა­ტი­აშ­ვილ­სა და კერ­ძო იპო­თე­კარს შო­რის გა­მო­სახ­ლე­ბის მე­ო­რე დღეს, 24 იან­ვარს შედ­გა. 90 000 დო­ლა­რის გა­დახ­დის­თვის 1-თვი­ა­ნი ვადა გა­ნი­სა­ზღვრა. მა­რი­ნა ხა­ტი­აშ­ვი­ლი მა­შინ ამ­ბობ­და, რომ უკვე ჰქონ­და 70 000 დო­ლა­რი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბას ჯერ კი­დევ გა­მო­სახ­ლე­ბამ­დე სთა­ვა­ზობ­და იპო­თე­კარს. დარ­ჩე­ნი­ლი 20 000 დო­ლა­რის შეგ­რო­ვე­ბა მან ერთ თვე­ში, რო­გორც ამ­ბობს, მე­გობ­რე­ბის წყა­ლო­ბით მო­ა­ხერ­ხა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 24 იან­ვარს კე­კე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ბი­ნი­დან მა­რი­ნა ხა­ტი­აშ­ვი­ლის გა­მო­სახ­ლე­ბას პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. მის მხარ­და­სა­ჭე­რად მი­სულ მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და აღ­სრუ­ლე­ბის ბი­უ­როს პო­ლი­ცი­ას, ასე­ვე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას შო­რის მოხ­და და­პი­რის­პი­რე­ბა, რა დრო­საც პო­ლი­ცი­ამ 20 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა (მათ შო­რის იყ­ვნენ გი­ორ­გი ხა­სა­ია და აკა­კი ჩი­ქო­ბა­ვა, რომ­ლე­ბიც 3 თე­ბერ­ვალს გი­რაო სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს).

AMBEBI.GE მა­რი­ნა ხა­ტი­აშ­ვილს ესა­უბ­რა:

“ყვე­ლამ ნახა, რომ ამ შე­თან­ხმე­ბას ომი­თა და უბე­დუ­რე­ბით მი­ვაღ­წი­ეთ, ეტყო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­წუხ­და და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო წელს გა­და­წყვი­ტა, იპო­თე­კა­რი ეი­ძუ­ლე­ბი­ნა, თან­ხა აეღო. გა­მო­სახ­ლე­ბის წინა დღით ის მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე კა­ტე­გო­რი­ულ უარს ამ­ბობ­და. ჩვენ 70 ათასს ვიხ­დი­დით, და­ნარ­ჩენ 20 ათასს ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა მო­უ­ყა­რეს თავი – გარ­და იმი­სა, რომ ამ ხალ­ხმა ჩემ­თან ერ­თად ამ­ხე­ლა ომი გა­მო­ი­ა­რა, თავი გა­და­დო, მე­გო­ბარ­მა გა­ლე­რის­ტებ­მა აუქ­ცი­ო­ნი ჩა­ა­ტა­რეს, ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­ყი­დეს და შეგ­რო­ვი­ლი თან­ხა გად­მომ­ცეს. მგო­ნია, რომ იპო­თე­კა­რის და­ყო­ლი­ე­ბა­ში, რაც თით­ქმის არ ხდე­ბა ხოლ­მე, დიდი როლი ითა­მა­შა ახალ­გაზ­რდე­ბის თავ­გან­წი­რულ­მა ბრძო­ლამ, იმა­ნაც, რომ მეც უკან არ და­ვი­ხიე და მთელს მსოფ­ლი­ოს ვაჩ­ვე­ნე, რა ჩა­ი­დი­ნეს.

რო­გორც ჩანს, მა­ინც შიგ­ნით მოხ­და რა­ღაც ისე­თი, რომ არ აწყობ­დათ, ამ საქ­მეს უფრო მწვა­ვე ხა­სი­ა­თი მი­ე­ღო. თან ეს ყვე­ლა­ფე­რი იყო დიდი კა­ნონ­დარ­ღვე­ვით გა­კე­თე­ბუ­ლი და, რა თქმა უნდა, აღ­სრუ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლიც შე­ვი­ტა­ნეთ, ვი­ნა­ი­დან ეს იყო პო­ლი­ცი­უ­რი გა­მო­სახ­ლე­ბა, რაც კა­ნო­ნით 2015 წლი­დან აკ­რძა­ლუ­ლია. სახ­ლი ისეთ დღე­შია, არ იცხოვ­რე­ბა, ნაგ­ვის გო­რე­ბი დგას, იქ დაც­ვა ჰყავ­დათ შეშ­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც რა­საც ჭამ­და, იქვე ყრი­და. შა­ბათს შე­ვე­დით სახ­ლში, ერთ-ერ­თმა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბამ ჩამ­წე­რა და კა­ტას­ტრო­ფა დამ­ხვდა – სახ­ლი დარ­ბე­უ­ლია და ნაგ­ვით სავ­სე, რო­მელ­შიც არ იცხოვ­რე­ბა. ჯერ-ჯე­რო­ბით, მე­გო­ბარ­თან ვცხოვ­რობ, ბი­ნის მო­წეს­რი­გე­ბას დრო დას­ჭირ­დე­ბა… იხილეთ სრულად