შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ირაკლი კობახიძე – თბილისში 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი უმაღლესი სტანდარტის სტადიონი აშენდება – ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალის მასპინძლობაზე

თბილისში 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი უმაღლესი სტანდარტის სტადიონი აშენდება. ამის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე მთავრობის ხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ახალი სტანდარტების სტადიონი, რომელიც სპორტის 2 სახეობას მოემსახურება, ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და საქართველოს მთავრობა 2028 წლის „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალის მასპინძლობაზე განაცხადს შეიტანს.

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სპორტზე და კონკრეტულად ფეხბურთზე. მინდა დავაანონსო მნიშვნელოვანი მეგაპროექტი, რომელიც უკავშირდება ფეხბურთსა და რაგბის. გვინდა ავაშენოთ ახალი სტადიონი, რომელიც არსებითად სპორტის ამ ორ სახეობას მოემსახურება. გათვლილი იქნება 70 000-ს მაყურებელზე. იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებს, რომ ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს ქალაქში, ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით. ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი, რომელსაც სარბენი ბილიკები არ აქვს, ამ დროს მაქსიმალურად ემოციურია კავშირი გულშემატკივარსა და გუნდს შორის, რომელიც გუნდის წარმატებაზეც აისახება. ეს იქნება უმაღლესი სტანდარტის სტადიონი.

სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, ასეთ პირობებში ახალი აეროპორტის მშენებლობა წაადგება სტადიონის სწორად დატვირთვას.

ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალის მასპინძლობაზე. ეს იქნება მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართული ფეხბურთისთვის და გულშემატკივრისთვის. თბილისს ექნება უნიკალური სტადიონი 70000 გულშემატკივარზე გათვლილი, რომელიც სათანადოდ განხორციელდება. აქტიური მუშაობა იქნება საჭირო კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან და ფინანსთა სამინისტროს უნდა ვთხოვოთ ამ პროექტის სათანადო უზრუნველყოფა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.