შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელშია. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპელ პარტნიორებთან ისაუბრებს იმ პროგრესსა და რეფორმებზე, რომელზეც მთავრობა მუშაობს, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესსა და უკრაინის ომთან დაკავშირებით რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე