შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის წლიურ ანგარიშს მედიასა და საზოგადოებას 18 დეკემბერს წარუდგენს

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ორშაბათს, 18 დეკემბერს მედიასა და საზოგადოებას მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარუდგენს. მთავრობის მეთაური 2023 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობას შეაჯამებს, ასევე, ისაუბრებს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

ღონისძიებაზე მიწვეულნი იქნებიან მედიის, მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

გასული წლის შემაჯამებელ ანგარიშს პრემიერი ტრადიციულად დეკემბრის ბოლოს მართავს. რაც შეეხება პარლამენტის წინაშე ანგარიშის წარდგენას, რეგლამენტის თანახმად ეს ღონისძიება ყოველწლიურად ივნისში იმართება.