შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

კასპის რაიონში ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა მანქანა, სადაც 3 მამაკაცი იჯდა – არის მსხვერპლი

ტრაგედია კასპის მუნიციპალიტეტში – სოფელ კავთისხევში მდინარე კავთურამ გაიტაცა მანქანა, სადაც სამი მამაკაცი იჯდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი მეხანძრე-მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, რაც შეეხება დანარჩენებს, სამიდან ერთმა მდინარიდან გამოსვლა შეძლო, ხოლო კიდევ ერთს შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე ეძებენ.