შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

კაცი, რომელმაც გორის რაიონში ძაღლი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორის რაიონში დააკავა პირი რომელმაც ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა და დაჭრა – ინფორმაცი ,,თრიალეთს,, შსს-მ დაუდასტურა.

დაჭრილი ძაღლის მდგომარეობა სტაბილურია- მას მკურნალობა კლინიკა ვიპ-ვეტ-ში უტარდება.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

შემთხვევა გუშინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში მოხდა.