შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა 2022 წლის თებერვლის თვეშიც გრძელდება

კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიანი პროგრამა 2022 წლის თებერვლის თვეშიც გრძელდება.

წახალისების პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლია.

12 თებერვალს ვაქცინაციის პროცესში ონის მუნიციპალიტეტის სოფლების გლოლის, ღების და ჭიორის მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა. სამივე სოფელში ამ დღეს სულ 30 მოქალაქე აიცრა.

გაზრდილია აცრის მსურველ მოქალაქეთა რიცხვი. ყველა მათგანი ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ 200 ლარიან ერთჯერად დანამატს ავტომატურად მიიღებს.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი აღნიშნულ სოფლებში იმყოფებოდა და პირადად გაეცნო ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს,ლევან შერაზადიშვილმა მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.