შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

მამაკაცი რომელიც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა გარდაცვლილი იპოვეს

მამაკაცი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითიდან რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ძმისშვილმა ნონა მუხაშავრიამ დაწერა.

როგორც ცნობილი ხდება, ზურაბ მუხაშავრია თავისი გარდაცვლილი ძმისშვილის საფლავთან გარდაცვლილი იპოვეს.

“სირცხვილია ჩემი სიცოცხლეო და გაფრინდა… ყოველთვის ვამაყობდი რომ გვყავდი! ვერ ატანა არც სისუსტის ნიშანია და არც სიძლიერის… მშვიდობით ,,ბაბა,,”

“ჩემო სიხარულო, ბიძია წამოვიდა… გთხოვ სიტყვა შეაწიე ღმერთთან, მოუყევი როგორი კეთილია, როგორი ალალ-მართალი კაცია. უთხარი, რომ მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა, არასოდეს შეშურებია არავის… უთხარი რომ ბევრი იტანჯა დედამიწაზე…უთხარი რომ ვერ გაუძლო და ყველაზე ცუდი ,,გამოსავალი,, ნახა… უთხარი, ყველაფერი უთხარი ბიძაჩვენზე”, _ წერს ნონა მუხაშავრია.