შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

მორიგი ანტირეკორდი – ღარიბი მოსახლეობის რაოდენობამ 650 ათასს გადააჭარბა

საქართველოში ღარიბი მოსახლეობის რიცხვი ყოველთვიურად იზრდება.

მხოლოდ ერთ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 2 408 ადამიანით გაიზარდა და 2022 წლის თებერვალში 650 584 შეადგინა. ეს კი მთლიანი მოსახლეობის 17.4%-ია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი საარსებო შემწეობას 535 516 ადამიანი იღებდა. შესაბამისად, გამოდის რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი წლიურად 21,5%-ით არის გაზრდილი.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, დღეს საქართველოში 3 728 600 ადამიანი ცხოვრობს, აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში თითქმის ყოველი მე-5 – 6 ადამიანი ღატაკია და ფულად შემწეობას სახელმწიფოსგან იღებს.