შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულში ძაღლზე იძალადა

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლზე იძალადა.­

ინფორმაციას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ავრცელებს.

მომხდარზე გამოძიება 259-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო.

ცნობისთვის, ძაღლზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ძაღლი დაიღუპა.