შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

პრეზიდენტი: საქართველო არ დანებდება ხელახალ გასაბჭოებას!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება. 

პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში აღწერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებს და წერს, რომ “საქართველო არ დანებდება ხელახალ გასაბჭოებას”. 

“სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი, მშვიდობიანი დემონსტრაციაა “რუსული კანონის” წინააღმდეგ. გაზითა და წყლის ჭავლით შეიარაღებული სპეცრაზმი მზადაა მოქმედებაზე გადავიდნენ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ ევროპულ მომავალს იცავენ. გრძელდება დაკავებები. საქართველო არ დანებდება ხელახალ გასაბჭოებას!” – წერს პრეზიდენტი.