შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

რამდენი ადამიანი იღებს პენსიას და სოციალურ დახმარებას საქართველოში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს, საქართველოში პენსიის და სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 971 648 პირი შეადგინა. აქედან, პენსიის (ასაკით პენსია) მიმღები იყო 793 751 პირი, რომელთაგან 71.5 პროცენტი ქალია, ხოლო 28.5 პროცენტი – კაცი.

ამასთან, რეგიონების მიხედვით პენსიის მიმღებთა 29.4 პროცენტი თბილისშია, 16.3 პროცენტი – იმერეთში, 10.8 – პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.8 პროცენტი – ქვემო ქართლში, 8.9 პროცენტი – კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამურად 24.8 პროცენტი ფიქსირდება.

„საქსტატის“ მონაცემებით, სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა საერთო რიცხოვნობამ 177 897 შეადგინა, საიდანაც 34.7 პროცენტს ქალები შეადგენენ, ხოლო 65.3 პროცენტს – კაცები.

„სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 71.9 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 12.4 პროცენტს – მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 9.9 პროცენტს – ომის მონაწილეები, 5.5 პროცენტს – სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.3 პროცენტს – სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები.

რეგიონების მიხედვით სოციალური პაკეტის მიმღებთა 26.7 პროცენტი თბილისშია, 16.9 პროცენტი იმერეთში, 11.4 პროცენტი აჭარის არ-ში, 9.7 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამურად 35.3 პროცენტი ფიქსირდება.

2021 წელს, მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 350 959 ერთეული შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ – 174 379.

რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისში დაფიქსირდა და 67 ათასი შეადგინა, მიმღებთა რაოდენობა კი 38 ათასით განისაზღვრა,“- ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.