შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საავტომობილო გზებზე ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებსა და სახელმწიფო მნიშვნელობის უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზებზე, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნებისათვის.

“მოსახლეობას გთხოვთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე გადაადგილებისას,” – აცხადებს ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი.