შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

როგორ შეიცვალა დავით რაზმაძის ქონება ერთი წლის განმავლობაში?

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2023 წლის 14 თებერვალს შეავსო.

როგორც დეკლარაციიდან ვიგებთ  დავით რაზმაძის უძრავ ქონებას წინა წლის დეკლრაციასთან შედარებით არაფერი დამატებია.მის მფლოფელობაშია საცხოვრებელი სახლი გორში,მიწის ნაკვეთი გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ატენში და არასაცხოვრებელი ფართი ქალაქ გორიში.ხოლო მისი მეუღლის სახელზე საცხოვრებელი სახლი ქალაქ თბილისში.

რაც შეეხება დეკლარაციის ფინანსურ ნაწილს.დავით რაზმაძის თანამდებობრივი სარგოდან მიღებულმა შემოსავალმა 17 945 ლარით გაიზარდა.თუ 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე რაზმაძის თანამდებობრივმა სარგომ  30 873,6  ლარს შეადგინა 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 48 818,88 ლარით განისაზღვრა.

დავით რაზმაძე ასევე იღებს ფინანსურ შემოსავალს უძრავი ქონების გაქირავებით.წინა დეკლარაციასთან შედარებით რაზმაძემ 2022 წელს 44 218 ლარით ნაკლები მიიღო ვიდრე 2021 წელს.