შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

რუსეთი არ და ვერ შეძლებს უკრაინაში ომის მოგებას – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში მიმდინარე ომის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

მაკრონის თქმით, სასწორზე მთელი ევროპის ღირებულებები დევს, შესაბამისად, არ უნდა დაუშვან, რომ რუსეთმა უკრაინაში დასახული მიზნების მიღწევა შეძლოს.

მისივე თქმით, ევროპელებმა უნდა განაახლონ თავიანთი მცდელობები უკრაინის დასახმარებლად.

“პირველ რიგში, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ ერთიანი მსოფლიო და არ დავემორჩილოთ განხეთქილების რისკს. უნდა ვეცადოთ, გვქონდეს ეფექტური დღის წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ რუსეთი არ და ვერ შეძლებს უკრაინაში ომის მოგებას. რაც დევს სასწორზე, არის უკრაინა, ჩვენი ფასეულობები, უსაფრთხოება ევროპაში, კავკასიაში და მთლიან რეგიონში. 2024 წელი იქნება საკვანძო წელი ევროპელებისთვის. რუსეთს არ უნდა მიეცეს უკრაინაში ომის მოგების საშუალება და ევროპელებმა უნდა განაახლონ თავიანთი მცდელობები უკრაინის დასახმარებლად”, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.