შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

რუსული მედია – მოსკოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

მოსკოვში, დღეს დილით, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ორ შენობაზე თავდასხმა განხორციელდა, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, შენობები, რომლებზედაც თავდასხმა მოხდა, საცხოვრებელი შენობები არ იყო. მერმა ასევე განმარტა, რომ სერიოზული ზიანი არ დაფიქსირებულა და თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სერგეი სობიანინის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

ამასთან, რუსული “ტელეგრამ” არხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დრონის ნამსხვრევები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ახლომდებარე შენობასთან აღმოაჩინეს.