შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბრიფინგი ორბელიანების სასახლეში 17:00 საათზეა ჩანიშნული.

ბრიფინგის თემა არ კონკრეტდება, თუმცა სავარაუდოდ, პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში კვლავ დაინიცირებას გამოეხმაურება.