შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

საქართველოში თითქმის ყოველი მე-6 ადამიანი ღარიბია – რამდენი ადამიანი იღებს საარსებო შემწეობას

სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის აპრილში საარსებო შემწობის მიმღები, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა 659 189 ადამიანია, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17.8 პროცენტს შეადგენს. აქედან 439 347 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 219 842 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ.

უწყების მონაცემებით, 2024 წლის იანვარში მინიმალური საარსებო შემწობის მიმღები, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა 647 479 ადამიანი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ამ პერიოდში 11 710 ათასით არის გაზრდილი.

2023 წლის აპრილში საარსებო შემწეობას 660 746ადამიანი იღებდა, შესაბამისად მათი რაოდენობა 1-წლიან ჭრილში დაახლოებით 1500 კაცითაა შემცირებული.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასული წლის აპრილში ადგილი ჰქონდა საკმაოდ მნიშვნელოვან შემცირებას. თუ 2023 წლის მარტში შემწეობის მიმღები 676 641 ადამიანი იყო, აპრილში მათი რაოდენობა 660 746-მდე შემცირდა. კლება 15 895 ათასი იყო. წელს კი კლების ნაცვლად, ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება. მარტიდან აპრილამდე მინიმალური საარსებო შემწობის მიმღები, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა 4 116 კაცით არის გაზრდილი.

აქვე უნდა ითქვას, რომ სახელმწიფომ სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა 2022 წლის მეორე ნახევრიდან მოქმედებს.