შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

უამინდობა გორში – წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ელექტოსადენები

უამინდობამ პრობლემები შექმნა გორში. არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია ელექტოსადენები და წაქცეულია ხეები.

გორის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

ცენტრალურ გზებზე მუშაობს შესაბამისი ტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი.

ქალაქში უამინდობის შედეგად წაქცეული ხეების გატანა და გასუფთავება ამ დრომდე მიმდინარეობს.

დილიდან დაწყებულია დაზიანებული ელექტოსადენების აღდგენაც.

გზის გაწმენდით სამუშაოებს გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები ახორციელებენ.

მობილიზებულია და 24 საათიან რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვისა და მერიის შესაბამისი სამსახურებიც.

უხვმა ნალექმა გვიან ღამით პრობლემები შექმნა როგორც გზებზე, ასევე დააზიანა ელექტრო ენერგიის სადენები და რამდენიმე ლოკაციაზე წაიქცა ხეები”, –აცხადებე გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.