შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

„ქალს ყელი აქვს გამოჭრილი…“ – რა ახალი დეტალები ირკვევა შუახევში მომხდარ მკვლელობაზე

შუახევში, სოფელ ნენიის ხიდთან ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მოკლული 33 წლის ქალია.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, კაცმა თვითდაზიანება მიიყენა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილობრივების თქმით, ცოლ-ქმარი ბათუმში ცხოვრობს. შემთხვევის დროს შუახევში მიდიოდნენ და გზაში მოკლა“.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მკვლელობის მიზეზი ამ ეტაპისთვის უცნობია.