შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

“ყველაზე ნალექიანი დღეები და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი“ – ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

„19 აპრილამდე ყველაზე ნალექიანი დღეები და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი“ – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მეტეოროლოგმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.

„15 აპრილამდე, უმეტეს რაიონში, 19-20 გრადუსი ფიქსირდება. მთიან რაიონებში 15 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმა შეიძლება აღინიშნოს 11 აპრილს, ღამის საათებში. 13-14 აპრილს დღის მეორე ნახევარში, მოსალოდნელია წვიმა.

16-დან 19 აპრილის ჩათვლით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, დაბლობ რაიონებში, 28 გრადუსს მიაღწევს.

მთიან რაიონებში, არამდგრადი ამინდები იქნება 15 აპრილის ჩათვლით. 16-დან, აქაც გამოიდარებს და ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში, გაძლიერდება ქარი.

რაც შეეხება დედაქალაქს, აქ 12 აპრილს დაფიქსირდება ყველაზე მაღალი ტემპერატურა.

13-14 აპრილს, აქაც დაიკლებს ტემპერატურა, იქნება წვიმა, ქარი და ღრუბელი.

18-19 აპრილს, შესაძლოა ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსიც იყოს“,- გვითხრა დოდო გვაზავამ.