შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ყველაფერს გავაკეთებთ ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის – ირაკლი კობახიძე

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს.

„მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ კიდევ უფრო მეტად უნდა გავააქტიუროთ ჩვენი თანამშრომლობა. ბრიუსელში, ყველა თემასთან დაკავშირებით გვექნება აქტიური კონსულტაციები რაც ეხება ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ევროკავშირთან. დეტალურად განვიხილავთ ასოცირების დღის წესრიგს, ასევე განვიხილავთ 9 პუნქტის შესრულების გეგმას“, – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში პირველ ვიზიტს ბრიუსელში გამართავს.