შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

შიდა ქართლში COVID-19-ის 657 შემთხვევა გამოვლინდა

28 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 787 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 8 პაციენტი, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 257 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 73 436 ტესტი.

დადასტურებული შემთხვევებიდან 657 შიდა ქართლში გამოვლინდა.