შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

წითელი ხიდიდან სარფამდე მანძილის გავლას 4 საათი დასჭირდება

„საქართველოს გზები“ რიკოთის ახალი გზის სარგებელზე წერს, რომლის მიხედვითაც გარდა იმისა, რომ გამტარუნარიანობა და სატრანზიტო ტვირთბრუნვა გაიზრდება, შემცირდება მგზავრობის დრო და მოძრაობის უსაფრთხოების დონეც მოიმატებს.

„საუკუნის პროექტს“ უამრავი სხვა სარგებელი აქვს ქვეყნისთვის:

  • საგზაო ქსელის განვითარება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
  • ქვეყანაში ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებისთვის ხელშეწყობა
  • მსოფლიო რუკაზე საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის მნიშვნელობის გაძლიერება
  • აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულების შემდეგ მანძილი 30 კილომეტრით შემცირდება, ხოლო მგზავრობის დრო განახევრდება.

ამჟამად წითელი ხიდიდან სარფამდე მანძილის გავლას 8 საათი სჭირდება, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი 4-4.5 საათი დასჭირდება.