შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ხაშურის მერია ივერიის სტადიონისთვის ტექნიკას შეიძენს

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ივერიის სტადიონისთვის კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად 23 070 ლარის ტენდერს აცხადებს.

როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა ხაშურის მერია აპირებს შეიძინოს 3 პერსონალური კომპიუტერი,3 ვებ კამერა,3 მრავალფუნქციურ მოწყობილობას სკანერ პრინტერს და 2 ლეპტოპს.

შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT)

განცხადების ნომერი  NAT230008461

წინადადებების მიღების ბოლო ვადა 26.04.2023 12:30

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 23 070 ლარი

სამუშაოების შესრულების ვადა  ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღე