შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ჯანმო: მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსით მილიონი ადამიანი გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსით მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ქვეყანას მოუწოდებს, გააორმაგონ ძალისხმევა მოსახლეობის ვაქცინაციისთვის, რათა მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინაციის მაჩვენებელმა 70%-ს მიაღწიოს.

„წლის დასაწყისიდან კორონავირუსით გარდაცვალების ტრაგიკული ეტაპი გადავლახეთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსით 6.45 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.