შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

4 დაშავებული და 1 გარდაცვლილი – ავტოსაგზაო შემთხვევა რუისთან

ერთი გარდაცვლილი და 4 დაშავებული, ცენტრალური მაგისტრალის რუსის მონაკვეთზე მიკროავტობუსი სატვირთოს ავტომობილს შეეჯახა, თვითმხილველების თქმით მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ოთხი მგზავრი კი დაშავდა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცველები.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.