“შიმშილით იხოცება მთელი საქართველო და ეს ნაძირლები ჩემს ქვეყანას ჭამენ” – სიხარულიძე

მსახიობმა გივი სიხარულძემ ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენებზე “იბერიას” ეთერში ისაუბრა: “ახლა გამოდიან და გვეუბნებიან, თურმე ამ ქუმსიშვილს, კვირიკაშვილს და ალავიძეს შეუჭამიათ ქვეყანა. მილიონები მოუტეხავთ და ჩვეულ;ებრივი მოქალაქე, რომელიც ზის და ამას უსმენს და თან კაპიკებს ითვლის, შიმშილის ზღვარზეა, რა უნდა ქნას? ვისი იმედი უნდა ჰქონდეს? სულ იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ ამაზე უარესიც გვახსოვს? დავიღალეთ კაცო. მაგალითად, ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, ვარ პატიოსანი კაცი და ამდენ ჩათლახობას ვუყურებ, მე გაუბედურებული კაპიკებს ვითვლი, შიმშილით იხოცება მთელი საქართველო და ეს ნაძირლები ჩემს ქვეყანას ჭამენ, ვისი დავიჯერო გეკითხები. იცი, რამდენმა პოლიტიკოსმა მთხოვა-მოდი, გივი ჩვენს გვერდით…

თბილისის ვიცე-მერი: მერიას ახალი მანქანების შეძენა 1 მილიონი ლარი დაუჯდება, ცხენებით ვერ ვივლით

თბილისის ვიცე-მერი: მერიას ახალი მანქანების შეძენა 1 მილიონი ლარი დაუჯდება, ცხენებით ვერ ვივლით   თბილისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ცხენებით ვერ ივლიან, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა, რომელიც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის შეკითხვას გამოეხმაურა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი მერიის ხელმძღვანელობისგან ითხოვდა განემარტათ, რატომ იყო საჭირო მერიის ადმინისტრაციის ხარჯების 1 მილიონი ლარით გაზრდა, რომლითაც ახალი ავტომობილების შეძენა მოხდება. მაია ბითაძის განმარტებით, ტექდათვალიერების გავლის შემდეგ ზედამხედველობის დეპარტამენტის ავტომობილები ჩამოსაწერი გახდება, სწორედ ამიტომ, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი, რის გამოც ბიუჯეტის კორექტირება მოხდა.…

“სოკარი”-ს გაზგასამართ სადგურზე ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა

რუსთავში, შარტავას გამზირზე, “სოკარი”-ს გაზგასამართ სადგურზე ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.     წყარო:  inforustavi.ge

სოფელ შილდაში 6 წლის გოგო დენის დარტყმისგან დაიღუპა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 6 წლის გოგო უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ის დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, 6 წლის ბავშვი მაცივრის დენის ჩამრთველთან შეხებისას დაიღუპა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.     წყარო: imedinews.ge