შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ზეთი, შაქარი, წიწიბურა – 10 პროდუქტი, რომელიც ნოემბერში ყველაზე მეტად გაიაფდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.1% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.8%-ით განისაზღვრა.„

ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც ფასი გასულ თვეს ყველაზე მეტად შემცირდა:

  • წიწიბურა – 45,27%
  • მზესუმზირის ზეთი – 33,82%
  • კარტოფილი – 33,66%
  • მარგარინი – 20,89%
  • ნიგოზი – 17,10%
  • ლიმონი – 15,07%
  • კიტრი – 14,73%
  • მანის ბურღული – 14,08%
  • შაქარი – 11,79%
  • ბადრიჯანი – 10,84%