შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დანაშაულის ნიშნებით დაიწყო – სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ბაბი კირკიტაძის საქმესთან დაკავშირებიტ ინფორმაციას ავრცელებს – უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით მიმდინარეობს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 11 დეკემბერს, ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებული, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.  

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად,  ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს.” – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთმომღერალი საგამოძიებო უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც საჯაროდ დაწერა, რომ ღირსების შემლახავი კადრები გაუვრცელეს. კოკა კაციტაძის უწყებაში ის ადვოკატთან ერთად მივიდა. ჟურნალისტებს კი უთხრა, რომ კადრები, რომელიც რამდენიმე სოციალურ პლატფორმაზე ატვირთეს, მრავალჯერადად დამონტაჟებულია.