შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს – თქვენ ხართ ევროპა, ჩვენ გვსურს, ევროკავშირს შემოუერთდეთ

გილოცავთ, გააგრძელეთ კარგი მუშაობა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, რა გზავნილი აქვს საქართველოსთან და რას ურჩევდა ქვეყანას, რომელმაც კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო.

„თქვენ ხართ ევროპა, ჩვენ გვსურს, ევროკავშირს შემოუერთდეთ და მოდით, ერთად ვიმუშავოთ“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმან.

ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი გუშინ მიანიჭა.