შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ბათუმში 13 წლის ბიჭს ეძებენ

ბათუმში 13 წლის ბიჭს ეძებენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” ადგილობრივებმა განუცხადეს, მოზარდი დღის პირველ ნახევარში

სკოლაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც აღარ გამოჩენილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით უწყებაში შეტყობინება ცოტა ხნის წინ შევიდა. მათივე ცნობით, სამართალდამცავები სამძებრო ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული.