შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

როგორია საქართველოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა

გუშინ ნათლისღების სადღესასწაულო ლიტურგიაში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მონაწილეობა არ მიუღია.

დეკანოზ იოანე გორელიშვილის განცხადებით, პატრიარქმა ილია მეორემ მსახურებაში მონაწილეობა ასაკიდან და უძლურებიდან გამომდინარე ვერ შეძლო:

„პატრიარქის ჯანმრთელობა სტაბილურია, უბრალოდ, მისი ასაკიდან და უძლურებიდან გამომდინარე, მას არ შეუძლია, რომ ყველა მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა.

სამწუხაროდ, დღესაც ვერ შეძლო“, – თქვა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.