შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

რამდენი ადამიანი იღებს საქართველოში პენსიას

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში პენსიის მიმღებთა რაოდენობა დაახლოებით 838 ათასს შეადგენდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ამასთანავე, პენსიის მიმღებთა უმრავლესობა, 254 ათასი რეგისტრირებულია თბილისში, 132 ათასი – იმერეთში, 88 ათასი – სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო 83 ათასი ქვემო ქართლში ფიქსირდება.

2012 წლიდან 2023 წლის ჩათვლით სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ფიქსირდება პენსიის მიმღებ პირთა რაოდენობის ყოველწლიური ზრდა.

პენსიის მიმღებ პირთა ოდენობა ბოლო წლების განმავლობაში შემდეგნაირად გამოიყურება:

pensiis-mimgeb-pirta-raodenoba-2012-2023-bpn-1707467881.ge.png