შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

თბილისში ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო, გასული ღამის განმავლობაში, გაუქმდა 3 და გადაიდო 2 ავიარეისი

თბილისში ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო, გასული ღამის განმავლობაში, გაუქმდა 3 და გადაიდო 2 ავიარეისი.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

უფრო კონკრეტულად, გაუქმდა თურქეთის ავიახაზების სტამბოლი-თბილისი-სტამბოლი – 2 რეისი, „პეგასუსის“ – სტამბოლი-თბილისის რეისი, ასევე გადაიდო „პეგასუსის“ ანტალია-თბილისის რეისი და აზერბაიჯანის ავიახაზების ბაქო-თბილისის რეისი.

როგორც თბილისის აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, ამჟამად ხილვადობა გაუმჯობესებულია და რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ რეისების ჩვეულ რეჟიმში მიღება ხორციელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც.